суббота, 1 марта 2014 г.

ჩემი  პორტფოლიო








  დავამთავრეთ პროექტის ატვირთვე. მიილია ჩვენი განცდები და ბოლოს კმაყოფილი გრძნობა დამეუფლა. დამთავრდა ტრენინგები. ასე მგონია შემდეგში უფრო უკეთეს პროექტს გავაკეთებ, ინტერესი გამიჩნდა, ერთ რამეს კი ნამდვილად მივხვდი, მოსწავლეები ისე აქტიურად ჩაებნენ პროექტის მსვლელობაში რომ ნამდვილად ხშირად უნდა ვაკეთოთ პროექტები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ.

вторник, 25 февраля 2014 г.

ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე, გავითვალისწინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება, ცოტა ვიავანტყოფე, ტრენინგზე წნევიანი დავდიოდი, მინდოდა პროექტი ბოლომდე მიმეყვანა, მალე დავასრულებთ, ერთი ტრენინგიღა დაგვრჩა. მართლაც ბევრ რამეში გავერკვიე, ტრენერი მამხნევებდა, ძალიან მეხმარებოდა, მეც ვცდილობდი როგორც შემეძლო. ფასილიტაციის ნიმუშებიც გავიარეთ. ყველაფრისტვის დიდი მადლობა.

суббота, 22 февраля 2014 г.

შეფასების დროში გაწერილი გეგმის მიხედვით განვსაზღვრეთ რა სახის აქტივობებსა და დავალებებს გავითვალისწინებდი პროექტისათვის.
გავითვალისწინე მოსწავლეების დიფერენცირებაც
განვიხილეთ შეფასების სახეები, შეფასების დაგეგვები, რუბრიკები, ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე.  სამუშაო თან რთული და თან  შრომატევადიც იყო.

воскресенье, 9 февраля 2014 г.

მეოთხე დღე მიილია. ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე და სტრატეგიებზე. გავარჩიეთ რა ფორმით შევაფასებ ჩემს მოსწავლეებს პროექტის განმავლობაში პროექტის დაწყებამდე, პროექტის მუშაობისა და პროექტის დასრულების დროს.
დავიწყეთ სლაიდებზე პროექტის წერა.

суббота, 8 февраля 2014 г.

გავეცანით პროექტის მიზნებისა და სტანდარტების ფორმას და რუბრიკას.დავუკავშირე მიზნები ბლუმის ტაქსონომიის მაღალი დონის უნარებს.გავითვალისწინე  21-საუკუნის უნარ-ჩვევები.ჩამოვყალიბდით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.გავეცანით ერთმანეთის თემებს.გავითვალისწინეთ რჩევები.

понедельник, 3 февраля 2014 г.

დადებითად შევხვდეთ ახალ ინოვაციებს, ჩემი ასაკის მიუხედავად ვცდილობა გავიზიარო ყველა სიახლე და შევუქმნათ ჩვენს მოსწავლეებს განწყობა, დავაინტერესოთ,  პროექტებით სწავლება როგორც დავინახე ნამდვილად ხელშემწყობია მოსწავლეებისთვის რადგან ზოგადად მათი სასწავლო პროცესში ჩართულობა იზრდება, ბავშვების მოტივაცია, ინტერესი, თანამშრომლობა, კვლევის უნარი უმუშავდებათ. ეს გზამკვლევი ერთი შეხედვით რთულია,  ვცდილობა გავიგო, თანმიმდევრობის პრინციპში გავერკვიე, თემაც მოვიფიქრე, 21-ე საუკუნის რა უნარებზე გადის ჩემი პროექტი . მე მგონი საქმეს შევუდექი, პუბლიკაცია ჩემთვის ნამდვილად სიახლე იყო, ვეცდები გამომივიდეს, მოკლედ მომავალი გვიჩვენებს.